ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

 შეხვედრა ევროპის გარემოს სააგენტოს წარმომადგენლებთან

შეხვედრა ევროპის გარემოს სააგენტოს წარმომადგენლებთან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ევროპის გარემოს სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრის მიზანი ჰაერის ხარისხის შეფასების ევროპული სტანდარტებისა და გამოცდილების გაზიარება იყო. ასევე, შეხვედრაზე განხილულ იქნა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლის და ამ კუთხით საქართველოს ერთიან ევროპულ სისტემაში ჩართვის საკითხი. სწორედ, შეხვედრაზე მიღებული რეკომენდაციებისა და გაზიარებული გამოცდილების გათვალისწინება მოხდება  ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე მუშაობის პროცესში. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ იქმნება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მოქალაქეს უწყვეტ რეჟიმში შეეძლება მარტივად მიიღოს სანდო და დროული ინფორმაცია ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ. ეს ხელს შეუწყობს ატმოსფერული ჰაერის დაცვის კუთხით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. 

 

საჯარო განხილვები