ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

“სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” კასპის მუნიციპალიტეტში

“სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” კასპის მუნიციპალიტეტში

“სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელო კასპის მუნიციპალიტეტში დაინერგა. სახელმძღვანელოს წარმატებით დანერგვისთვის ცენტრის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო-ბაღის აღმზრდელები და მეთოდისტები გადაამზადეს. 

 
სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა. 

 
სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისის მუნიციპალიტეტში და კახეთისა და გურიის მხარეებში. 2019 წლის ბოლომდე “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელო მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება. 

საჯარო განხილვები