“სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაინერგა. სახელმძღვანელოს წარმატებით დანერგვისთვის ცენტრის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო-ბაღის აღმზრდელ-მეთოდისტი გადაამზადეს.
სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.
სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისის მუნიციპალიტეტში და კახეთისა და გურიის მხარეებში. 2019 წლის ბოლომდე “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელო მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.