“სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების სახელმძღვანელოს” დასანერგად გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა თიანეთის მუნიციპალიტეტში არსებულ საბავშვო ბაღების აღმზრდელ-მეთოდისტებისთვის ტრენინგი გამართეს.
ტრენინგს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ირაკლი ცქიტიშვილი და თიანეთის მერის მოადგილე მარინა ხარხელაური დაესწრნენ.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოფხვრაში განათლების, კერძოდ კი სკოლამდელი განათლების როლზე გაამახვილა ყურადღება და ტრენინგის მონაწილეებს გარემოსდაცვით საკითხებში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა.
სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.
როგორც ტრენინგის მონაწილეებმა აღნიშნეს სახელმძღვანელო ძალიან დაეხმარება მათ ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში და უფრო მრავალფეროვანს გახდის სწავლების პროცესს.
სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისის მუნიციპალიტეტში და კახეთისა და გურიის მხარეებში, ხოლო თიანეთით სახელმძღვანელოს დანერგვა მცხეთა-მთიანეთის მხარეშიც დასრულდა. 2019 წლის ბოლომდე “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელო მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება