გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით სკოლის მოსწავლეები ეროვნულ საშენ მეურნეობას ესტუმრნენ. მოსწავლეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა ხის დარგვისა და მისი შემდგომი მოვლის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა წითელი ნუსხისა და იშვიათი სახეობებისა და ჯიშების ხე-მცენარეთა პლანტაციები დაათვალიერეს, ნახეს რა გზას გადის ნერგი აღმოცენებიდან დარგვამდე და ინფორმაცია მიიღეს დარგული ნერგის მოვლის წესების შესახებ. სტუმრებმა ეროვნულ საშენ მეურნეობაში, გარეულ ფრინველთა ორნიტოფერმა, ხე-მცენარეთა საკონტეინერო ბაქანი და სარეზერვო ტბორი დაათვალიერეს.