ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

შეხვედრა მეტყევეებთან

შეხვედრა მეტყევეებთან

მეტყევის დღესთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თბილისის N31 საჯარო სკოლის მოსწავლეები და ამავე სკოლის ეკოკლუბის “დრიადები” წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მეტყევის პროფესიის მნიშვნელობაზე, სფეროში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებეზე ისაუბრა.

მეტყევეების ყოველდღიურ საქმიანობაზე, ამ პროფესიის ყველაზე მომხიბლავი და რთული დეტალების შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის აღრიცხვისა და კვლავწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მარინა სუჯაშვილმა, მეტყევეებმა მარინა რეხვიაშვილმა და ალექსანდრე არჩვაძემ ისაუბრეს.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

მეტყევის დღე საქართველოში 1999 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.

საჯარო განხილვები