ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

სამინისტროს რჩეული მასწავლებელი - თემურ სუყაშვილი

სამინისტროს რჩეული მასწავლებელი - თემურ სუყაშვილი

“გარდენ ჰოლში”, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონკურსის “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სამინისტროს რჩეული - კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში დაბადებული, მარნეულის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი თემურ სუყაშვილი დაასახელა. გამარჯვებულს გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის “მწვანე ჯილდო”, მადლობის სიგელი და კომპანია "კარფურის" მხარდაჭერით პერსონალური კომპიუტერი გადაეცა.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2017 წელსაც გამოავლინა საკუთარი რჩეული - სვანეთის სოფელ ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ეკა წულუკიძე. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა და ამ გზით მოსახლეობის ცოდნისა და ცნობიერების დონის ზრდა წარმოადგენს, სწორედ ამიტომ ცენტრი 2013 წლიდან აქტიურად მუშაობს გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობაზე განათლების როგორც ფორმალურ ისე არაფორმალური და არაოფიციალური მიმართულებით. გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისთვის ცენტრმა “მწვანე ჯილდო” დააწესა, რომელიც 2018 წლის ივნისში სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის თბილისის 85-ე ბაგა-ბაღის აღმზრდელს ლელა ტყემალაძეს გადაეცა.

საჯარო განხილვები