ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგი გრძელდება

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგი გრძელდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.  თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები გაიზომა. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა  აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა. კერძოდ, აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება აღინიშნა ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ქ. ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე - 1.5-ჯერ, ხოლო  მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება აღინიშნა ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ყაზბეგის გამზირზე უმნიშვნელოდ, ქ.ქუთაისში ასათიანის ქუჩაზე 1.1-ჯერ და ქ. ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე - 1.2-ჯერ.

გარემოს ეროვნული სააგენტო  ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის არეალს  აფართოებს. სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს ყოველკვირეული კვლევა ქ. თბილისში  ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად. გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: ფილარმონიის მიმდებარედ, თამარ მეფისა და ყაზბეგის გამზირებზე, ასევე გლდანის პირველ მიკრორაიონში. აღებული ჰაერის სინჯები გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიში გაიგზავნა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ  თბილისში   ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში   ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვები ნორმის ფარგლებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია ჰაერის ხარისხის მონიტორინგი, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება. ამჟამად, მიმდინარეობს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის საინფორმაციო პორტალის შექმნა, სადაც საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება ონლაინ რეჟიმში გაეცნოს ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაციას. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება ყოველკვირეული კვლევა ქ. თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად. ყოველკვირეულად სპეციალისტების მიერ წინასწარ შეირჩევა შესაბამისი ლოკაციები, სადაც განხორციელდება კვლევები, ხოლო შედეგები აისახება ერთიან ყოველკვირეულ ანგარიშში.

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ მონაცემებს ყოველდღიურად აქვეყნებს სააგენტოს ვებგვერდზე www.nea.gov.ge, ასევე ყოველკვირეულად შესაძლებელი იქნება საზოგადოება გაეცნოს ინფორმაციას გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.

 

საჯარო განხილვები