საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადდა “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” კანონის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს შემადგენლობაში გადატანას, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისათვის მოსაკრებლის ნაცვლად მომსახურების საფასურის დადგენას და კოდექსის პრაქტიკაში გამოყენების პროცესში გამოვლენილი ტექნიკური ხასიათის ხარვეზების აღმოფხვრას.
აღნიშნული ცვლილების პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა მიმდინარე წლის 27 თებერვალს.
საჯარო განხილვაზე სამინისტროს წარმომადგენლების მიერ გამოითქვა მზადყოფნა, რომ თითოეულ დაინტერესებულ პირთან იქნებოდა კომუნიკაცია. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მივიღეთ შენიშვნები და მოსაზრებები, რომელთა გათვალისწინებით დაკორექტირდა კანონპროექტი და წარმოგიდგენთ საბოლოო ვერსიას.
"გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში" ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი
შენიშვნების ფურცელი
გთხოვთ, პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები და წინადადებები მოგვაწოდოთ მიმდინარე წლის 6 სექტემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე eia@mepa.gov.ge.
ინფორმაცია საჯარო განხილვის შესახებ გეცნობებათ დამატებით.