გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს მარნეულის მუნიციპალიტეტის და თბილისის სკოლების მოსწავლები ესტუმრნენ. მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს ისეთ გარემოსდაცვით პრობლემებზე, როგორიცაა: ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების კარგვა და ბუნებრივი რესურსების არასწორი მოპოვება.გაეცვნენ პრობლემების გამომწვევ მიზეზებს, შედეგებსა და პრობლემების გადაჭრის გზებს. ლექციის დასასრულს კი მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხი.
შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია “ თანაბარი შესაძლებლობები თანასწორობისთვის” ინიციატივით შედგა.
მსგავსი ტიპის შეხვედრების მიზანს გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.