ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ”წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის” სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.
ცენტრის სტუმრებმა ლექცია გარემოსდაცვით პრობლემებზე მოისმიინეს. გაეცვნენ გარემოს დაბინძურების გამომწვევ მიზეზებსა და დაბინძურების შედეგებს. ასევე მიიღეს ინფორმაცია ნარჩენების ტიპების, მათი მართვის აუცილებლობისა და მართვის იერარქიის შესახებ. პრაქტიკული დავალების ფარგლებში კი თავად დაახარისხეს სხვადასხვა ტიპის ნარჩენი და ექსპერიმენტიც ჩაატარეს.
ლექციის დასასრულს ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.