გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს სკოლა “ოპიზის” ეკოკლუბის წევრები ესტუმრნენ. მოსწავლეები მდგრადი განვითარების კონცეფციას, მის მნიშვნელობასა და მიზნებს გაეცნენ. ასევე ინფორმაცია მიიღეს იმ გარემოსდაცვით პრობლემებზე, რომლებიც მდგრადი განვითარების სხვადასხვა მიზანს უკავშირდება, კერძოდ: ატმოსფერული ჰაერის ხარისხი, წყლის რესურსების დაცვა, ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა და სხვა. ლექციის დასასრულს, მათ, გარემოზე საკუთარი ყოველდღიური ქცევების შესაძლო გავლენასა და ქცევის ცვლილების გზებზე იმსჯელეს.