გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენელი სტუმრად ოქროყანის ბაგა-ბაღში იმყოფებოდა. ბაღის აღსაზრდელებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით წარმოდგენა გამართეს, რომლის შემდეგაც სტუმრებთან ერთად გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
სკოლამდელ ასაკში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2015 წლიდან, ყველა ბაგა-ბაღში ინერგება ცენტრში შემუშავებული სახელმძღვანელო - “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება”, რომელიც ბიომრავალფეროვნების დაცვას, ნარჩენების მართვას, წყლის რესურსების დაზოგვასა და ენერგიის დაზოგვას მოიცავს. ცენტრის მიერ უკვე გადამზადდა ქ.თბილისისა და კახეთის რეგიონის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღის მეთოდისტი და აღმზრდელი.