გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს, მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვის თემაზე ლექციის მოსასმენად, 174-ე სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.
მოსწავლეები მდგრადი განვითარების კონცეფციას, მის მნიშვნელობასა და მიზნებს გაეცნენ. ასევე ინფორმაცია მიიღეს იმ გარემოსდაცვით პრობლემებზე, რომლებიც მდგრადი განვითარების სხვადასხვა მიზანს უკავშირდება, კერძოდ: ატმოსფერული ჰაერის ხარისხი, წყლის რესურსების დაცვა, ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა და სხვა.. ლექციის დასასრულს, მათ, გარემოზე საკუთარი ყოველდღიური ქცევების შესაძლო გავლენასა და ქცევის ცვლილების გზებზე იმსჯელეს