გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს 203-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. ცენტრის სტუმრებმა გარემოს დაბინძურების გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, ასევე გაეცნენ ნარჩენების ტიპებს, მართვის იერარქიას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სანქციებს.