ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ეკოლიდერთა სკოლაში სწავლა დაიწყო

ეკოლიდერთა სკოლაში სწავლა დაიწყო

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ეკოლიდერთა სკოლაში სწავლა დაიწყო.

სასწავლო კურსი ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გახსნა და ყურადღება გაამახვილა ეკოლიდერთა სკოლაში მონაწილეთა შესაძლებლობაზე, თანამედროვე სწავლების მეთოდებით გაიღრმავონ ცოდნა გარემოსდაცვით სფეროში, გაეცნონ  სფეროში არსებულ გამოწვევებსა და საპასუხო ქმედებებს, შეიძინონ თანამოაზრეები და მათთან ერთად პრაქტიკაში განახორციელონ საინტერესო პროექტები, აქტიურად ჩაერთონ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მომავალ ღონისძიებებში.

ეკოლიდერთა სკოლაში მონაწილეეები შეირჩა კონკურსის საფუძველზე, სადაც 3 კვირის განმავლობაში  სხვადასხვა გარემოსდაცვით თემაზე გაიმართება დისტანციური შეხვედრები, ონლაინ სემინარები. ეკოლიდერები კვალიფიციური ადამიანიების დახმარებით გაეცნობიან პლანეტის თანამედროვე გამოწვევებს და იმსჯელებენ პრობლემების გადაჭრის გზებზე, მიიღებენ ცოდნას გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ, განივითარებენ კრიტიკული აზროვნების, საკუთარი მოსაზრების დაცვისა და გუნდური მუშაობის უნარებს.

ეკოლიდერთა სკოლა  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწალო პროგრამაა, რომლის მიზანიც ახალგაზრდა თაობისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ მონაწილეებს ეცოდინებათ საქართველოს ბიომრავალფეროვნების როლი და გაეცნობიან ბიომრავალფეროვნების  დაცვის მექანიზმებს, მიიღებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას გარემოსდაცვითი კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში, გაეცნობიან გარემოსდაცვითი პროფესიების მნიშვნელობასა და პერსპექტივებს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნოების სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული პანდემიის გამო საგანმანათლებლო ღონისძიებებს კვლავაც დისტანციურად განაგრძობს.

     

საჯარო განხილვები