წყლის რესურსების დაცვის დღესთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს სკოლა "მწიგნობართუხუცესის" მოსწავლეები ესტუმრნენ.
ცენტრის წარმომადგენელი მათ წყლის რესურსების მნიშვნელობის, მის წინაშე მდგარი საფრთხეებისა და პრობლემის გადაჭრის გზების შესახებ ესაუბრა. მოსწავლეები ასევე გაეცნენ ვირტუალურ წყალსა და მის მნიშვნელობას. იმსჯელეს საქართველოს წყლის რესურსების წინაშე მდგარ საფრთხეებისა და მათ გადაჭრის გზების შესახებ.
ლექციის დასასრულს ცენტრის სტუმრებს სპეციალური კითხვარი გადაეცათ, რომლის საშუალებითაც მათ საკუთარი ეკონაკვალევის გამოთვლა შეეძლებათ.