22 მარტს, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის N59-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა. ლექციის მსვლელობისას ყურადღება გამახვილდა წყლის რესურსებთან დაკავშირებულ გლობალურ პრობლემებზე, შესაძლო საფრთხეებსა და მსოფლიოში არსებულ საუკეთესო პრაქტიკაზე.
მოსწავლეებს ინფორმაცია მიეწოდათ წყლის გამწმენდი ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში წყლის დაზოგვის მეთოდების შესახებ. მოსწავლეებმა თავადაც წარმოადგინეს თემატური პოსტერი და მაკეტი.
ლექციის დასასრულს, მოსწავლეებს სპეციალური კითხვარი - "ჩემი ეკოლოგიური ნაკვალევი" - დაურიგდათ, რომლის საშუალებითაც მათ გარემოზე საკუთარი ზეგავლენის გამოთვლა შეეძლებათ.