გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტერს ქართულ-ამერიკულმა უმაღლესმა სკოლამ უმასპინძლა. სკოლის მოსწავლეები მნიშვნელოვან გარემოსდაცვით პრობლემებს, მათ გამომწვევ მიზეზებსა და გადაჭრის გზებს გაეცნენ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ გარემოსდაცვით პრობლემებზე როგორიცაა: კლიმატის ცვლილება, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, ბუნებრივი რესურსების ჭარბი მოხმარება და სხვა. ლექციის დასასრულს კი ცენტრის წარმომადგენელმა მათთვის საინტერესო შეკითხვებს უპასუხა.