გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრძელებს ტრენინგებს სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით. ცენტრის მიერ შექმნილი სახელმძღვანელო, „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“, თბილისის შემდეგ საქართველოს რეგიონებში ინერგება. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღის 32 აღმზრდელსა და მეთოდისტს ტრენინგი ჩაუტარეს. შეგახსენებთ, რომ სახელმძღვანელოს წარმატებით დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, უკვე გადამზადდა ქ. თბილისის, ქ. თელავის, ასევე თელავის, გურჯაანის, ახმეტის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების ყველა საბავშვო ბაგა-ბაღის 367 მეთოდისტი და აღმზრდელი. „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონში დაინერგება.