ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

შეხვედრა თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან

შეხვედრა თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის "გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში" ფარგლებში, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე: “გარემოსდაცვითი მართვა და გადაწყვეტილებები რიოს კონვენციების განხორციელების გაუმჯობესებული მონიტორინგისთვის” საინფორმაციო შეხვედრა მიზნად ისახავდა რიოს სამი კონვენციით დაკისრებული მოვალეობებისა და მათი განხორციელების გზების თაობაზე ცნობიერების ამაღლებას. საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ გლობალური თუ ლოკალური მასშტაბით არსებულ ისეთ ძირეულ გარემოსდაცვით საკითხებს, როგორიცაა: კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების კარგვა და გაუდაბნოება. ყურადღება გამახვილდა აღნიშნული საკითხების თოაბაზე რიოს კონვენციების განხორციელების გაუმჯობესებული მონიტორინგისთვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის პროცესში გარემოსდაცვითი მართვის ინტერგრირების მნიშვნელობაზე.

საჯარო განხილვები