ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან

შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან

სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში“ პროექტზე - „ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით“ იმსჯელეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, მედიის წარმომადგენლებთან, მიწის დეგრადაციის თვალსაზრისით არსებულ პრობლემებსა და მიწის მდგრადი მართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, სადაც მიწის დეგრადაციის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, მიწის მდგრადი მართვის მნიშვნელობაზე, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ეროვნული კანონმდებლობის როლზე იმსჯელეს. მედიის წარმომადგენლები საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნენ. ასევე, მიიღეს ინფორმაცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში საპილოტე პროექტზე, სადაც ქარსაფარი ზოლების აღდგენა მიმდინარეობს.

პროექტს, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა (UNEP) ახორციელებს, ხოლო აღმასრულებელია - კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Gaucasus), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით.

პროექტის მესამე კომპონენტს - „ეროვნული შესაძლებლობების განვითარება და ცოდნის მართვა“ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს.

საჯარო განხილვები