2018 წლის 1 იანვრიდან გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნაწილში ძალაში შევიდა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“. მიღებული კოდექსი აყალიბებს სრულიად ახალ მიდგომებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებულ საქმიანობებთან მიმართებით. მათ შორის აღსანიშნავია სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის ეფექტიანი მექანიზმების დანერგვა, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების ჩართულობის მაღალ სტანდარტებს, გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე.
კოდექსის აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე სამინისტროს მიერ მომზადდა ,,საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ დებულების პროექტი, რომელიც ადგენს საჯარო განხილვის ჩატარების, მასში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წესებს.
აღნიშნული „საჯარო განხილვის წესი“-ს საჯარო განხილვა გამიმართება მიმდინარე წლის 12 იანვარს 12 საათზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში (ყოფილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობა) მის: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის N6.
დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით შენიშვნების და მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია გარემოზე ზემოქმედების ნებათვების დეპარტამენტში მიმდინარე წლის 12 იანვრის ჩათვლით.
საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ დებულების პროექტი