ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

გაფართოებული შეხვედრა- მიწის რესურსების მდგრადი მართვა

გაფართოებული შეხვედრა- მიწის რესურსების მდგრადი მართვა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით” ფარგლებში გაიმართა გაფართოებული სამუშაო შეხვედრა დაინტერესებულ მხარეთა აქტიური მონაწილეობითა და ჩართულობით. 

ღონისძიების მსვლელობისას, მონაწილეებმა შეაჯამეს პროექტის სამივე კომპონენტის ფარგლებში ერთი წლის მანძილზე წარმატებით განხორციელებული აქტივობები და მიღწეული შედეგები. მათ ასევე წარედგინათ დოკუმენტი “გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის განხორციელების სტრატეგია 2018-2030 წწ - მიზნები და ინდიკატორები”.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გამართულ აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც გადაწყვეტილების მიმღებნი ეროვნულ თუ რეგიონულ დონეზე, ასევე სხვადასხვა აკადემიური სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთაც გაცვალეს მოსაზრებები და ხედვები პროექტის თაობაზე და შეთანხმდნენ სამომავლო ერთობლივ ჩართულობასა თუ თანამშრომლობაზე


 

საჯარო განხილვები