საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომელთა თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების, ასევე გარემოს დაცვის სფეროში სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისა და უკანონო ქმედებების დროულად და ეფექტიანად აღკვეთის მიზნით, პროექტის - „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომელთა შესაძლებლობათა გაძლიერება“ - ფარგლებში, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა ტრენინგები.
ტრენინგები საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიმართა.
ორდღიანი ტრენინგი მოიცავდა როგორც საკანონმდებლო რეგულაციებს, ასევე მონაწილეთა საქმიანობიდან გამომდინარე საჭირო ინფორმაციას და პრაქტიკულ სამუშაოებს.
პროექტის ფარგლებში გადამზადდა 180-მდე თანამშრომელი, რომელთაც გადაეცათ სერტიფიკატები.