ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

გაუდაბნოებასთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სემინარი ჩატარდა

გაუდაბნოებასთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სემინარი ჩატარდა

17 ივნისი გაუდაბნოებასთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. ეს დღე სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება მსოფლიოს იმ ქვეყნებში, რომლებიც გაეროს გაუდაბნოების ბრძოლის შესახებ კონვენციის მხარე ქვეყანას წარმოადგენენ.

გაუდაბნოებასთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, „ეკოლიდერთა სკოლის” მონაწილეებისთვის ონლაინ სემინარი ჩატარდა.

სემინარს 30-მდე ეკოლიდერთა სკოლის მონაწილე ესწრებოდა.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა მიწის დეგრადაციის პრობლემებზე, მასთან ბრძოლის ღონისძიებებზე, საქართველოში ჩატარებულ და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა და ყურადღება გაუდაბნოების საკითხის შესახებ, როგორც მოწყვლადი რეგიონების მოსახლეობის, ისე სხვა დაინტერესებული მხარეების, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

სემინარს კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი სოფიკო ახობაძე უძღვებოდა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის კუთხით დედოფლისწყაროს, ახმეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე.

ონლაინ სემინარში ასევე სამინისტროს მიწის რესურსების სამმართველოს ხელმძღვანელი ნინო ჩიქოვანი მონაწილეობდა, რომელიც წარმოადგენს გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის ეროვნულ პასუხისმგებელ პირს საქართველოში. მან ისაუბრა საერთაშორისო პროცესებზე მიწის დეგრადაციის მიმართულებით და საქართველოს როლზე საერთაშორისო გლობალურ გამოწვევებში.

“ეკოლიდერთა სკოლა” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამაა, რომლის მიზანს ახალგაზრდა თაობისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

 

საჯარო განხილვები