განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონკურში “მასწავლებლის ეროვნული ჯილდო” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ საკუთარი რჩეული დააჯილდოვა. სამინისტროს რჩეული ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ეკა წულუკიძე გახდა.
ქალბატონი ეკა უკვე 17 წელია სვანეთში, სოფელი ფარის საჯარო სკოლაში ასწავლის და ასევე აქტიურად მუშაობს არაფორმალური განათლების მიმართულებით. მან დააარსა ეკო-კლუბი, რომელშიც მოსწავლეებს სხვადასხვა თემატიკის გარემოსდაცვით ლექციებსა და პრაკტიკულ სამუშაოებს სთავაზობს და მათთან ერთად გეგმავს გარემოსდაცვით აქტივობებს.
ხშირად აღნიშნავენ, რომ გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარების და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობაა. ამისათვის კი მასში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლთა აქტიური ჩართულობაა საჭირო. ქალბატონმა ეკამ საკუთარი მაგალითით გვიჩვენა, რომ საკუთარი პროფესიული საქმიანობით, ნებისმიერი საგნის პედაგოგს შეუძლია იზრუნოს გარემოზე და ხელი შეუწყოს ქვეყნის მდგრად განვითარებას.
გარემოს დაცვის სამინისტრომ რჩეულ პედაგოგს მადლობის სიგელი და სამახსოვრო ჯილდო გადასცა.