ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

"მწვანე" მომხმარებლის საერთაშორისო დღე

"მწვანე" მომხმარებლის საერთაშორისო დღე

საქართველოში “მწვანე” მომხმარებლობის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით, ტექნოპარკში “მწვანე” მომხმარებლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მას დაინტერესებულ საზოგადოებასთან ერთად საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა “მწვანე” მომხმარებლობის მინიშვნელობასა და მისი განვითარებისათვის საჭირო სამომავლო ქმედებებზე ისაუბრეს.

საქართველოსთვის “მწვანე” მომხმარებლობის ხელშეწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანსაღი და სუფთა გარემოს შესანარჩუნებლად, რადგან “მწვანე” პროდუქცია მოპოვების, წარმოების, ტრანსპორტირებისა და უტილიზაციისას ნაკლებ ზეგავლენას ახდენს გარემოზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ “მწვანე” მომხმარებლობის ხელშემწყობი საინიციატივო ჯგუფის წევრები: სოლომონ პავლიაშვილი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, კახაბერ კუჭავა - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ია პაპიაშვილი - სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თეიმურაზ მურღულია-საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე 

სულხან გვალია-e-space-ს აღმასრულებელი დირექტორი, მაია წერეთელი-ჟურნალის “OK” აღმასრულებელი დირექტორი.

საჯარო განხილვები