ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვის ტრენინგი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში

ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვის ტრენინგი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ტრენინგი- „ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა“ ამჯერად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ფერმერებს ჩაუტარდათ.

ტრენინგის მიზანი გადაწყვეტილების მიმღებ პირთა, ადგილობრივი ფერმერებისა და სხვა დაინტერესებულ მხარეთათვის ცნობიერების ამაღლება; ასევე, ამ ჯგუფებისთვის ნიადაგის დეგრადაციის კუთხით არსებული პრობლემების, მიწებისა და ლანდშაფტების მდგრადი მართვის თანამედროვე და ეფექტური გზების, მეთოდების გაცნობაა. 

ტრენინგი თეორიულ ნაწილთან ერთად, პრაქტიკულ საველე გასვლასაც მოიცავდა. 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ერთობლივი პროექტის “ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით” ფარგლებში შერჩეულ ოთხ მუნიციპალიტეტში - ახმეტა, სიღნაღი, დედოფლისწყარო და გარდაბანი- ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით, ტრენინგები და ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები ხორციელდება

საჯარო განხილვები