ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC)

საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC)

2017 წლის 7 ივნისიდან საქართველოსთვის ოფიციალურად ძალაში შევიდა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის „პარიზის შეთანხმება“. აღნიშნული შეთანხმება კლიმატის ცვლილების მსოფლიო პოლიტიკაში ახალი ეტაპის დასაწყისად ითვლება, რომლის ძირითადი მიზანია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების და ეკონომიკის სექტორებზე ნეგატიური ზემოქმედების მნიშვნელოვნად შემცირება, გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2°C-მდე შეზღუდვით და/ან დამატებით 1.5˚C-მდე  შეზღუდვის მცდელობით.

2015 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა და კონვენციის სამდივნოს წარუდგინა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული სავარაუდო წვლილის დოკუმენტი (INDC), რომლითაც განაცხადა, რომ „საქართველო გეგმავს 2030 წლისათვის უპირობოდ 15%-ით შეამციროს თავისი „სათბურის გაზების“ ემისია „ტრადიციული ბიზნესის“ სცენარით განსაზღვრული მნიშვნელობის მიმართ. 

პარიზის შეთანხმება ავალდებულებს ქვეყნებს განაახლონ ეროვნულად განსაზღვრული წვლილის დოკუმენტები ყოველ 5 წელიწადში. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმების ვალდებულების შესაბამისად, შეიმუშავა/განაახლა ქვეყნის ეროვნულად განსაზღვრული წვლილის (NDC) დოკუმენტი. 

გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მოთხოვნის შესაბამისად, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი უნდა გაიგზავნოს კონვენციის სამდივნოში მიმდინარე წლის IV კვარტალში. კომენტარების და წინადადებების მიღება განსაზღვრულია მიმდინარე წლის 6 ივლისამდე. გთხოვთ მოგვაწოდოთ კომენტარები ელ: ფოსტაზე: maia.tskhvaradze@mepa.gov.ge; climatechange@mepa.gov.ge 

იხ.დანართები

საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC)

საჯარო განხილვები