ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ტრენინგი - ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა

ტრენინგი - ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ახმეტის მუნიციპალიტეტში, თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ფერმერებს ტრენინგი ჩაუტარდათ. 

ტრენინგის - “ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა”, მიზანია გადაწყვეტილების მიმღებ პირთა, ადგილობრივი ფერმერებისა და სხვა დაინტერესებულ მხარეთათვის ცნობიერების ამაღლება; ასევე, ამ ჯგუფებისთვის ნიადაგის დეგრადაციის კუთხითარსებული პრობლემების, მიწებისა და ლანდშაფტების მდგრადი მართვის თანამედროვე და ეფექტური გზების, მეთოდების გაცნობა.

ტრენინგი თეორიულ ნაწილთან ერთად, პრაქტიკულ საველე გასვლასაც მოიცავდა. 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ერთობლივი პროექტის “ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით” ფარგლებში შერჩეულ ოთხ მუნიციპალიტეტში - ახმეტა, სიღნაღი, დედოფლისწყარო და გარდაბანი- ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით, ტრენინგები და ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები ხორციელდება.

საჯარო განხილვები