ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

შეხვედრა პროექტის „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ ფარგლებში

შეხვედრა პროექტის „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ ფარგლებში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით პროექტის „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს გარემოზე ზემოქმედებისა და ტენდენციების მონიტორინგის გაუმჯობესებას. მიზნის მისაღწევად მიმდინარეობს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის შემუშავება. 

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა ქალბატონმა ია პაპიაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინო ანთაძემ მიმართეს. 

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის საპილოტე მოდული. ასევე, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის, ბიოლოგიური მრავალფეროვნებისა და გაუდაბნოებასთან ბრძოლის შესახებ გაეროს კონვენციის შესრულების მონიტორინგისა და ანგარიშგებისთვის ელექტრონული სისტემის შესაბამისი მოდულების შინაარსი.

პრეოქტი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით მიმდინარეობს. 

შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო, საერთაშორისო, არასამთავრობო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები.

საჯარო განხილვები