დედამიწის დღის აღსანიშნავად გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაიმართა ლექცია-სემინარი თემაზე - „ფრინველებზე დაკვირვება“ (Birdwatching).
მოსწავლეებმა ბაღის ფრინველების შესახებ საინტერესო და სახალისო ინფორმაცია მიიღეს. ლექციის ბოლოს კი ვაკის პარკში ფრინველებს დააკვირდნენ.
აღნიშნული ლექციას არასამთავრობო ორგანიზაციის SABUKO - Society for Nature Conservation წარმომადგენელი დაჩი შოშიტაიშვილი უძღვებოდა.
ფრინველებზე დაკვირვება მრავალი ქვეყნის ეკონომიკისათვის დღესაც საკმაოდ შემოსავლიანი საქმიანობაა.
Birdwatching-ისათვის განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდი გაზაფხული და შემოდგომაა, როდესაც გადამფრენი ფრინველების მიგრირება იწყება. ფრინველებზე დაკვირვება განსაკუთრებით პოპულარული დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაშია. ფრინველებზე დაკვირვების, როგორც ტურისტული ატრაქციონის, განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს საქართველოშიც, რადგან ჩვენი ქვეყანაზე გადის მტაცებელ ფრინველთა ყველაზე ვიწრო დერეფანი, რომელიც ამავდროულად გამოირჩევა სახეობრივი მრავალფეროვნებითა და ფრინველთა მრავალრიცხოვნობით.