ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

სტუმრად 107-ე საჯარო ბაგა-ბაღში

სტუმრად 107-ე საჯარო ბაგა-ბაღში

 107-ე საჯარო ბაგა-ბაღში აღსაზრდელებმა გარემოსდაცვით თემებზე წარმოდგენა გამართეს, სადაც თეატრალური დადგმით ბავშვებმა მაყურებლებსა და მიწვეულ სტუმრებს ნარჩენების დახარისხების, წყლის ცირკულაციისა და წყლის რესურსების დაზოგვისა შესახებ საინტერესო ინფორმაცია და ფაქტები გააცნეს. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო ბაღის აღსაზრდელების მიერ ნარჩენების მეორადი გამოყენებით დამზადებული ნივთები. 

 წარმოდგენას ესწრებოდნენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები და წიგნის "სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება" თანაავტორები ნატო სულთანიშვილი და ნათია სარალიძე.

 სკოლამდელ ასაკში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2016-2017 სასწავლო წელს, ყველა ბაღში ინერგება ცენტრში შემუშავებული სახელმძღვანელო - “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება”, რომელიც ბიომრავალფეროვნების დაცვას, ნარჩენების მართვას, წყლის რესურსების დაზოგვასა და ენერგოდამზოგველობას მოიცავს. ცენტრის მიერ უკვე გადამზადდა ქ.თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღის მეთოდისტი და აღმზრდელი. 107-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მიერ გამართული წარმოდგენა სწორედ სახელმძღვანელოში შესულ გარემოსდაცვით თემებს დაეთმო.

საჯარო განხილვები