გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროექტის „მოხალისე ლექტორი“ ფარგლებში თბილისის კერძო სკოლის „პოლიგლოტი“ მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა თემაზე - ტყის მდგრადი მართვა.
სემინარზე მოსწავლეებმა საქართველოში ტყის სექტორში არსებული მდგომარეობის, პრობლემების, გადაჭრის გზებისა და მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
საინფორმაციო შეხვედრას სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენელი - ეკატერინე ბალარჯიშვილი უძღვებოდა.
პროექტი „მოხალისე ლექტორი“ მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და საზოგადოებაში მოხალისეობრივი ჩართულობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.