ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

სტუმრად მხედველობადაქვეითებულ ბავშვთა ბაგა-ბაღში

სტუმრად მხედველობადაქვეითებულ ბავშვთა ბაგა-ბაღში

მხედველობადაქვეითებულ ბავშვთა ბაგა-ბაღში აღსაზრდელებმა გარემოსდაცვით თემებზე წარმოდგენა გამართეს, სადაც თანატოლებსა და უფროსებს წყლის დაზოგვის, სწორად მოხმარებისა და მისი სისუფთავის დაცვისკენ მოუწოდეს. ღონისძიებას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი ია პაპიაშვილი და განათლების პროექტების სამსახურის უფროსი ნატა სულთანიშვილი დაესწრნენ. სკოლამდელ ასაკში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2016-2017 სასწავლო წელს, ყველა ბაღში ინერგება ცენტრში შემუშავებული სახელმძღვანელო - “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება”, რომელიც ბიომრავალფეროვნების დაცვას, ნარჩენების მართვას, წყლის რესურსების დაზოგვასა და ენერგოდამზოგველობას მოიცავს. ცენტრის მიერ უკვე გადამზადდა ქ.თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღის მეთოდისტი და აღმზრდელი. სმენადაქვეითებულ ბავშვთა ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მიერ გამართული აქტივობა სახელმძღვანელოში შესულ გარემოსდაცვით თემებს დაეთმო.

საჯარო განხილვები