2016 წელს სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისად სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის მომზადდა სახელმძღვანელო „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“, რომელიც ყველა იმ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით საკითხს აერთიანებს, რომელთა სწავლებაც ადრეული ასაკიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებში სწორი ქცევების ჩამოსაყალიბებლად.
იმისათვის, რომ სახელმძღვანელოში ასახული გარემოსდაცვითი საკითხები აღმზრდელ-პედაგოგებმა ბავშვებამდე სწორი ფორმულირებით მიიტანონ, ცენტრი მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულიად უსასყიდლოდ ატარებს ტრენინგებს - სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება. ტრენინგის მონაწილეებს სახელმძღვანელოსთან ერთად გადაეცემათ სხვა დამხმარე მასალაც, რომელიც მათ სასწავლო პროცესში გარემოსდაცვითი საკითხების დანერგვაში დაეხმარებათ.
ტრენინგებს უძღვებიან გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ამავდროულად არიან სახელმძღვანელოს ავტორები.
“სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს მთელი ქვეყნის მასშტაბით დანერგვა 2019 წლის ბოლომდე იგეგმება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ნათია სარალიძე +995 555 35 22 33
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი +995 32 2 11 20 23
ელფოსტა: info@eiec.gov.ge
მისამართი: მარშალ გელოვანის გამზირი #6, 0159 ქ. თბილისი, საქართველო