გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში თბილისის 182-ე საჯარო სკოლისა და კერძო სკოლა „ოპიზის“ მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა-სემინარი გაიმართა. შეხვედრაზე მოსწავლეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ორჰუსის კონვენციის, მისი პრინციპებისა და მნიშვნელობის შესახებ. გარდა ამისა, შეხვედრაზე გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრეს. ორჰუსის კონვენციის მიზანია გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.