გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში და ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ვერცხლისწყლის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა-სემინარი გაიმართა.
შეხვედრაზე ახალგაზრდებმა არა მხოლოდ ვერცხლისწყლის შესახებ შეიტყვეს საინტერესო ფაქტები, არამედ მინამატას კონვენციის შესახებაც მიიღეს ინფორმაციას.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მოსწავლეებისთვის აცხადებს ესეების კონკურსს ვერცხლისწყლის თემატიკით. თითო რეგიონიდან 3 საუკეთესო ნაშრომის ავტორი მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში და გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი და სამახსოვრო პრიზები.
კონკურსში მონაწილეობისათვის, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ და გამოაგზავნოთ საკონკურსო თემები: http://bit.ly/2ge2dWg . ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 20.03.2017.
კონკურსი პროექტის ,,მინამატას კონვენციის რატიფიცირებისა და მისი აღსრულების მიზნით საქართველოში გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერება და ინსტიტუციურ შესაძლებლობათა განმტკიცება“ ფარგლებში იმართება.