თბილისის 166-ე საჯარო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა გარემოსდაცვით თემებზე იმპროვიზირებული აქტივობა წარმოადგინეს. ღონისძიებას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის უფროსი ნატო სულთანიშვილი დაესწრო.
სკოლამდელ ასაკში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2016-2017 სასწავლო წელს, ყველა ბაგა-ბაღში ინერგება ცენტრში შემუშავებული სახელმძღვანელო - “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება”, რომელიც ბიომრავალფეროვნების დაცვას, ნარჩენების მართვას, წყლის რესურსების დაზოგვასა და ენერგოდამზოგველობას მოიცავს.
ცენტრის მიერ უკვე გადამზადდა ქ.თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღის მეთოდისტი და აღმზრდელი. 166-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მიერ გამართული ღონისძიება სახელმძღვანელოში შესულ გარემოსდაცვით თემებს დაეთმო.