გარდაბანში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა გარდაბნის გამგებლის მოადგილესთან, ადგილობრივ ფერმერებთან და დაინტერესებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს.
შეხვედრის მიზანი გარდაბანში ქარსაცავების, ნიადაგის დაცვისა და საძოვრების მართვის საკითხებში არსებული პრობლემების დადგენა და მათი ანალიზი იყო.
შეხვედრა სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი 4 მუნიციპალიტეტს მოიცავს.
შეხვედრები უკვე ჩატარდა დედოფლისწყაროსა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში. შემდგომი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება 21 თებერვალს, სიღნაღში.