მიმდინარე წლის 20თებერვლიდან 24 თებერვლის ჩათვლით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო სხვადასხვა მუნიციპალიტეტში „ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვების ჩატარებას გეგმავს. შეხვედრებზე ასევე განხილული იქნება გარეული ცხოველების მიერ მოსახლეობისა და მათი ქონებისთვის საფრთხის შექმნის საკითხი.
იხილეთ საჯარო განხილვების ადგილმდებარეობა და თარიღები:
20 თებერვალი, 12:00 საათი - გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა;
21 თებერვალი, 11:00 საათი - ბათუმის მერიის შენობა;
21 თებერვალი, 15:00 საათი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა;
22 თებერვალი, 11:00 საათი - ფოთის მერიის შენობა;
22 თებერვალი, 15:00 საათი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა;
23 თებერვალი, 12:00 საათი - ქუთაისის მერიის შენობა;
24 თებერვალი, 11:00 საათი - ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა;
იხილეთ „ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი