გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა ახმეტის გამგებლის მოადგილესთან, ადგილობრივ ფერმერებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან 8 თებერვალს საძოვრების, ნიადაგისა და ქარსაცავების მართვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
აღნიშნული შეხვედრის მთავარი მიზანი ახმეტის მუნიციპალიტეტში ნიადაგის დაცვის, ქარსაცავებისა და საძოვრების მართვის სფეროში არსებული სპეციფიკური პრობლემების დადგენა იყო.
შეხვედრა სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „ლანდშაპტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი 4 მუნიციპალიტეტს მოიცავს.
პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა დედოფლისწყაროში. უახლოეს მომავალში კი დაგეგმილია სიღნაღისა და გარდაბნის გამგეობის წარმომადგენლებთან და ფერმერებთან შეხვედრა.