ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე

ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა-სემინარი გაიმართა. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს და ჭარბტენიანი ტერიტორიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, წარმოდგენილი იყო მათ მიერ შექმნილი ნახატები.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, ია პაპიაშვილმა ღონისძიების მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა. შეხვედრის ბოლოს კი ბავშვებმა დედამიწას თავიანთი დაპირებებიც აღუთქვეს.

1971 წელს ირანის ერთ-ერთ ქალაქში, რამსარში „საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ“ კონვენცია მიიღეს. 1997 წლის 2 თებერვალს ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე პირველად აღნიშნეს და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება.

საქართველოში საერთშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიები არის ცენტრალური კოლხეთის ჭაობები და ისპანის ჭაობი.

საჯარო განხილვები