გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში 27 იანვარს პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. აღნიშნულ შეხვედრაზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, ია პაპიაშვილმა და განათლების პროექტების სამსახურის უფროსმა, ნატო სულთანიშვილმა პედაგოგებს გარემოსდაცვითი განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეები და ცენტრში დაგეგმილი და მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტები გააცნეს.
აღნიშნული შეხვედრის მიზანი ფორმალური და არაფორმალური გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო პროექტებისა და სხვადასხვა აქტივობების განხორციელების ხელშეწყობაა.