ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა დედოფლისწყაროში

საინფორმაციო შეხვედრა დედოფლისწყაროში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის Rec Caucasus ერთობლივი პროექტის „ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვის“ ფარგლებში დედოფლისწყაროს გამგებელთან, ნიკოლოზ ჯანიაშვილთან, გამგებლის მოადგილესთან, ფერმერებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან 25 იანვარს გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საძოვრების, ნიადაგისა და ქარსაცავების მართვის შესახებ. შეხვედრის მიზანი იყო დედოფლისწყაროში არსებული სპეციფიკური საჭიროებებისა და პრობლემების გამოვლენა ზემოაღნიშნულ საკითხებში. პროექტი მოიცავს 4 მუნიციპალიტეტს: • დედოფლისწყარო; • ახმეტა; • სიღნაღი; • გარდაბანი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ოთხივე მუნიციპალიტეტში საჭიროებების განსაზღვრა, ტრენინგების ჩატარება და საინფორმაციო შეხვედრები როგორც ფერმერებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ისე გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.

საჯარო განხილვები