გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებითა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, სასტუმრო “Holiday Inn”-ში, „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ - პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთობლივი გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემის შემუშავებაზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა ია პაპიაშვილმა მიმართეს. შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში 2016 წელს მიღწეული შედეგები წარმოადგინეს: რიოს სამი კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების ინტეგრაციისთვის ეროვნული უწყებების მანდატების ჰარმონიზების ანგარიშები, რიოს კონვენციების განხორციელების და ანგარიშგებისთვის საჭირო გარემოსდაცვითი მონაცემების მართვის და მონიტორინგის პროცესში არსებული უწყებათაშორისი თანამშრომლობის გამოწვევების და ბარიერების ინსტიტუციური ანალიზი და კომუნიკაციის სტრატეგია. პროექტის მიზანი გარემოზე ზემოქმედებისა და ტენდენციების მონიტორინგის გაუმჯობესებაა. შეხვედრას საჯარო, საერთაშორისო, არასამთავრობო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. #EIEC #გარემოსდაცვითი_ინფორმაცია #UNDP #რიოსკონვენცია #GEF