შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ყველა ტექნიკოსს, რომელიც ემსახურება ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან თბურ ტუმბოებს, ეკისრება სერტიფიცირების ვალდებულება.
შესაბამისი კადრის სავალდებულო სერტიფიცირებას უზრუნველყოფს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.
სასერტიფიკატო პროგრამა მოიცავს, როგორც სამაცივრე-ჰაერის კონდიცირების სისტემების მომსახურების ტექნიკურ და გარემოსდაცვით თემებს, ასევე იმ საკანონმდებლო/მარეგულირებელ საკითხებს, რომელთა ცოდნაც მნიშვნელოვანია ამ სფეროში მომსახურე ტექნიკოსებისთვის.
სასერტიფიკატო გამოცდა ტარდება წერითი ტესტირების მეთოდით.
საგამოცდო ტესტი შედგება 30 კითხვისაგან, ყოველ საგამოცდო ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს მინიმუმ 25 ქულა.
სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ პირს.
სერტიფიცირების ღირებულება შეადგენს 50 ლარს (დღგ-ს ჩათვლით)
სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 3 წელი.
სასერთიფიცირების მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა
სასერტიფიკატო თემები მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსებისთვის