35-ე საჯარო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა გარემოსდაცვით თემებზე იმპროვიზირებული აქტივობა წარმოადგინეს.
ღონისძიებას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი ია პაპიაშვილი და განათლების პროექტების სამსახურის უფროსი ნატა სულთანიშვილი დაესწრნენ.
სკოლამდელ ასაკში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2016-2017 სასწავლო წელს, ყველა ბაღში ინერგება ცენტრში შემუშავებული სახელმძღვანელო - “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება”, რომელიც ბიომრავალფეროვნების დაცვას, ნარჩენების მართვას, წყლის რესურსების დაზოგვასა და ენერგოდამზოგველობას მოიცავს.
წელსვე მოხდა ქ.თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მეთოდისტებისა და აღმზრდელების გადამზადება.
35-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მიერ გამართული აქტივობა სახელმძღვანელოში შესულ გარემოსდაცვით თემებს დაეთმო.