ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

მემაცივრე-ტექნიკოსების სასერტიფიკატო პროგრამა

მემაცივრე-ტექნიკოსების სასერტიფიკატო პროგრამა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში მემაცივრე-ტექნიკოსების სასერტიფიკატო პროგრამის სწავლება  მიმდინარეობს.

ტრენინგი მოიცავს, როგორც სამაცივრე-ჰაერის კონდიცირების სისტემების მომსახურების ტექნიკურ და გარემოსდაცვით თემებს, ასევე იმ საკანონმდებლო/მაგრეგულირებელ საკითხებს, რომელთა ცოდნაც მნიშვნელოვანია ამ სფეროში მომსახურე ტექნიკოსებისთვის. 

2017 წლის 1 იანვრიდან, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ყველა ტექნიკოსს, რომელიც ემსახურება ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან თბურ ტუმბოებს, ეკისრება სერტიფიცირების ვალდებულება.

სასწავლო პროგრამის განხორციელებასა და შესაბამისი კადრის სავალდებულო სერტიფიცირებას უზრუნველყოფს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.

საქართველოში მონრეალის ოქმის განხორციელების ხელშეწყობის პროგრამის (EAPIMP) ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, სასწავლო პროგრამაზე დარეგისტრირებული პირველი 100 მემაცივრე-ტექნიკოსი უფასოდ გაივლის ტრენინგსა და სერტიფიცირებას.

საჯარო განხილვები